LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარი » მუსიკა » გვერდი 22

მუსიკა

Jonas Brothers ,,დისნეის ლეგენდად” აღიარეს – დასახელდნენ სხვა ახალი ლაურეატებიც

,,დისნეის ლეგენდების'' მინიჭების ოფიციალური ცერემონია, 16 აგვისტოს გაიმართება. საღამოს წამყვანი - რაიან სიკრესტი იქნება.

შაკირა მადრიდში სპეციალურად მისთვის მოწყობილ არენაზე რამდენიმე კონცერტს ჩაატარებს

შაკირამ მეთორმეტე სტუდიური ალბომის - Las Mujeres Ya No Lloran მხარდასაჭერი მსოფლიო ტურნეს ფარგლებში, 2018 წლის შემდეგ ევროპაში დაბრუნება და მადრიდში, ისტორიული სამდღიანი რეზიდენციის გამართვა დააანონსა.

რუსთავში რიკი მარტინის კონცერტი გაიმართება

16 ივლისს, რუსთავში, პუერტო-რიკოელი მომღერლის, რიკი მარტინის კონცერტი გაიმართება. ლათინური პოპის ერთ-ერთი გამორჩეული არტისტი საქართველოს პირველად ეწვევა და მასშტაბურ პერფორმანსს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გამართავს.

ტეილორ სვიფტი iHeartRadio Music Awards-ს დაესწრება – არტისტი დაჯილდოების ტოპ ნომინანტია

ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ ის, რომ მუსიკოსს ცერემონიაზე დამსწრეთა რიგში ვიხილავთ, მისი სასცენო პერფორმანსის შესახებ კომენტარი არ გაკეთებულა.

მაილი საირუსი Super Bowl-ზე შესაძლო პერფორმანსის შესახებ ალაპარაკდა

მაილი საირუსმა Variety-სთან ინტერვიუში, მომავალი წლის ,,სუპერ ბოულის'' (Super Bowl LXI) შესვენების შოუზე შესაძლო გამოსვლასთან დაკავშირებით ისაუბრა.

მელანი სი ახალ ალბომს გამოუშვებს და ტურნეს გამართავს

Spice Girls-ის ერთ-ერთი ექს წევრი ტურნეს მომავალი მუსიკალური პროექტის მხარდასაჭერად გამართავს. როგორც ცნობილია, 1-ელ მაისს მელ სი მეცხრე სოლო სტუდიურ ალბომს - Sweat გამოუშვებს.

დუა ლიპა, დონატელა ვერსაჩე, ადამ ლამბერტი, ლოლა იანგი ელტონ ჯონის საქველმოქმედო საღამოზე – საკულტო არტისტი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან გავრცელებული ამბების შემდეგ საჯაროდ გამოჩნდა

,,ოსკარების'' 98-ე დაჯილდოების პარალელურად, ელტონ ჯონმა თავისი შიდსთან ბრძოლის ფონდის (Elton John AIDS Foundation) 34-ე ყოველწლიური საქველმოქმედო საღამო გამართა.

მაილი საირუსი iHeartRadio Music Awards-ზე სპეციალურ პრემიას მიიღებს – შოუს წამყვანის ვინაობა და პერფორმერთა მოკლე სია ცნობილია

26 მარტს, ლოს-ანჯელესში iHeartRadio Music Awards გაიმართება. შოუს ლუდაკრისი გაუძღვება, რომელიც საღამოზე პერფორმანსითაც წარდგება. პერფორმერთა სიაში ასევე ალექს უორენი, ლეინი უილსონი, რეი, TLC, En Vogue და Salt-N-Pepa დასახელდნენ, თუმცა მოსალოდნელია, რომ უახლოეს დღეებში ჩამონათვალი სხვა მუსიკოსებით კიდევ გაიზრდება.

ჰარი სტაილზმა Tears for Fears-ის საკულტო ჰიტი – Everybody Wants to Rule the World დააქავერა – არტისტმა BBC Radio 1-ის Live Lounge-ში პერფორმანსი გამართა

12 მარტს, BBC Radio 1-ის Live Lounge-ში პერფორმანსისას, ჰარი სტაილზმა ინგლისური პოპ როკ ბენდის - Tears for Fears საკულტო ჰიტი - Everybody Wants to Rule the World დააქვერა.