საღამოს სტუმრების სია შოუბიზნესის არაერთ გავლენიან სახეს აერთიანებდა. მადონასთან ერთად ამერიკული ღამისკლუბების ატმოსფეროთი ტკბებოდნენ: საბრინა კარპენტერი, ჩარლი XCX, ემილი რატაიკოვსკი, ჯულია გარნერი, Shaboozey, PinkPantheress, სიენა სპაირო და სხვები.
MTV Video Music Awards-ზე მადონამ და საბრინა კარპენტერმა ერთ-ერთი მთავარი ჯილდო ნომინაციაში - „საუკეთესო კოლაბორაცია“ მოიპოვეს ჰიტისთვის - Bring Your Love.
ქანთრი მუსიკის ვარსკვლავი, ქეისი მასგრეივსი 5-წლიანი პაუზის შემდეგ MTV Video Music Awards-ის სცენას უბრუნდება, რათა პატივი მიაგოს ცოტა ხნის წინ გარდაცვლილ ლეგენდარულ მომღერალს, დოლი პარტონს.
ლაიონელ რიჩიმ გულის გეგმური სამედიცინო პროცედურა ჩაიტარა, რის გამოც ჯგუფ - Earth, Wind & Fire-თან ერთად მიმდინარე ერთობლივი ტურნეს სამი მომდევნო კონცერტი გააუქმა.
მუსიკის ისტორიაში არსებობს სიმღერები, რომლებიც დროთა განმავლობაში სცდებიან თავდაპირველ ჩანაწერს, იქცევიან ეპოქის სიმბოლოებად და მილიონობით ადამიანის საერთო ტკივილს აერთიანებენ. ზუსტად ასეთი ნამუშევარია ამერიკული პანკ-როკ ჯგუფის, Green Day-ის 2004 წლის ჰიტი - Wake Me Up When September Ends.
ტეილორ სვიფტმა თაყვანისმცემლები კიდევ ერთხელ გააკვირვა და ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 25 სექტემბერს, ახალ სინგლს სახელწოდებით - Patient Zero გამოუშვებს.
სელინ დიონმა პარიზში გამართული რიგით მესამე კონცერტის შემდეგ, თაყვანისმცემლებს დაუვიწყარი სიურპრიზი მოუწყო. მომღერალი მოულოდნელად გამოჩნდა სასტუმროსთან შეკრებილი გულშემატკივრების წინაშე, ფეხშიშველი აძვრა იქვე მდგარი ავტომობილის სახურავზე და ხალხთან ერთად იმღერა და იცეკვა.
ტეილორ სვიფტი MTV Video Music Awards-ზე სპეციალურ, ახლად დაარსებულ ჯილდოს მიიღებს. ცნობილი გახდა, რომ ის Artist Director Honors-ის პირველი რეციპიენტი გახდება.
ტროი სივანიმა ახალი სინგლი - Party გამოუშვა. ეს არის რიგით მეორე სიმღერა ავსტრალიელი არტისტის მეოთხე სტუდიური ალბომიდან - She's the Best, რომელიც 9 ოქტომბერს გამოიცემა.
MTV Video Music Awards-ის ორგანიზატორებმა ოთხი ახალი ე.წ. „სოციალური კატეგორია“ დაამატეს, რამაც მიმდინარე წლის ნომინანტთა სია და ძალთა ბალანსი მნიშვნელოვნად შეცვალა.