მონიკა ბელუჩისა და ვენსან კასელის 19 წლის ქალიშვილს, დევას ახალი გულის სწორი ჰყავს. ახალგაზრდა, წარმატებული მოდელის შეყვარებული, 24 წლის იტალიელი მსახიობი, საულ ნანია. მათი რომანი უკვე დადასტურდა.
მსახიობმა „ინსტაგრამზე“ დევასთან გადაღებული ერთობლივი ფოტო გაავრცელა, რომელშიც გოგონას კისერში კოცნის. სხვათა შორის დევა კასელის არჩევანით კმაყოფილები არიან მისი მშობლები, მათ საულის ფოტო მოიწონეს.
აღსანიშნავია, რომ დევას მშობლების პირად ცხოვრებაშიც გარკვეული სიახლეებია. 56 წლის ვენსანი მოდელს, ნარა ბაპტისტას ხდება, 59 წლის მონიკა კი რეჟისორ, ტიმ ბარტონს.
ფოტო: ვენსან კასელისა და მონიკა ბელუჩის 15 წლის ქალიშვილმა, დევამ შეყვარებული გამოაჩინა
„იტალიური თოჯინა“ – დევა კასელი რომის ქუჩებში „დოლჩე და გაბანას“ სარეკლამო რგოლის გადაღებების დროს
გაშიშვლებული ლამაზმანი და ფოტოებზე ვენსან კასელის კომენტარი – დევა კასელის „ბუნებრივი“ ფოტოსესია