LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„45 წუთის განმავლობაში ხელოვნურ კომაში ვიმყოფებოდი“ – 65 წლის მადონა

143
page

როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის ზაფხულში, პოპის დედოფალი მადონა საავადმყოფოში გადაიყვანეს. არტისტი უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა, კლინიკაში მას ინტუბაცია ჩაუტარდა. მას სერიოზული ბაქტერიული ინფექცია განუვითარდა.

65 წლის მადონა კლინიკიდან გამოწერის შემდეგ პირველად გადაიღეს, არტისტი პოსტს ავრცელებს

საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა და 65 წლის ვარსკვლავი გამოჯანმრთელდა. მადონა ახლა ტურნეს The Celebration Tour ფარგლებში კონცერტებს მართავს. მორიგი პერფორმანსის დროს არტისტმა ზაფხულში გადამხდარი შემთხვევა გაიხსენა და გაამხილა, რომ  ხელოვნურ კომაში იმყოფებოდა.

„აღარაფერი მახსოვს, მეხსიერებიდან ამომივარდა თითქოს ის პერიოდი. მე 45 წუთის განმავლობაში ხელოვნურ კომაში ვიმყოფებოდი. დიდი მადლობა ჩემს მეგობრებს და ექიმებს, რომლებმაც ჩემი სიცოცხლე იხსნეს“, – აცხადებს „პოპის დედოფალი“, რომელიც ახლა შესანიშნავ ფორმაშია და სრული სვლით აგრძელებს დაუვიწყარი საღამოების ჩატარებას.

ფოტო/ვიდეო: „საღამო, რომელსაც ვერასდროს დავივიწყებ“ – მადონამ The Celebration Tour-ი გრანდიოზული შოუთი გახსნა

65 წლის მადონა შოკისმომგვრელად კარგად გამოიყურება – პაპარაცული ფოტოები „ფილტრის“ გარეშე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები