LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 ლამაზი საშობაო ფილმი, რომელიც ეკრანებზე ახალ წელს გამოვა

533
საშობაო-ფილმები

სულ მალე მსოფლიო კინოეკრანებზე ახალი საშობაო ფილმების პრემიერა იგეგმება. როგორც მოსალოდნელია, მხატვრულ ფილმებთან ერთად, მაყურებელი სატელევიზიო პროექტებსაც იხილავს. ჩვენ შევარჩიეთ 5 საუკეთესო ფილმი, რომლის პრემიერაც დეკემბერში არის დაგეგმილი.

დაუვიწყარი შობა –  ეს მიმდინარე წლის ყველაზე საინტერესო პროექტია, სადაც ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ეკრანებზე წითურთმიანი ლამაზმანი, ლინდსი ლოჰანი ბრუნდება. ახალი ფილმი გახლავთ ერთგვარი რიმეიკი ლეგენდარული საშობაო ფილმისა „მზიანი ველის სერენადა“ და როგორც ტრეილერიდან ჩანს, ახალი კინოსურათი სავსეა ლამაზი საშობაო კადრებით და დაუვიწყარი სასიყვარულო ისტორიით.

ნოელის დღიურები – ეს გახლავთ „ნეტფლიქსის“ მიერ გადაღებული რიჩარდ პოლ ევანსის ბესტსელერის ეკრანიზაცია. ფილმში მთავარ როლს ჯასტინ ჰარტლი ასრულებს და კინოსურათი გვიყვება მამაკაცზე, რომელსაც შობას ეძლევა უნიკალური შანსი, გადაწეროს თავისი წარსული.

ბრიტანეთის საუკეთესო კულინარების შოუ: დღესასწაულები – ეს გახლავთ ცნობილი კულინარიული შოუს მეხუთე, სპეციალური სეზონი, რომელიც შობას ეძღვნება. როგორი უნდა იყოს 2023 წლის საშობაო სუფრა და ყველაზე გემრიელი დესერტები, ამას მსოფლიოს, ბრიტანეთის საუკეთესო კულინარები მოუყვებიან.

საშობაო სიმღერა  – ლეგენდარული ჩარლზ დიკენსის ყველაზე სახელმოხვეჭილი ნაწარმოების ახალი ინტერპრეტაცია. ანიმაციური ფილმის რეჟისორი სტეფან დონელია, ხოლო მთავარ პერსონაჟებს ოლივია კოლმანი და ლუკ ევანსი ახმოვანებენ.

შობა შენთან ერთად – ახალი საოჯახო ფილმი, რომელიც შობას აუცილებლად უნდა ნახოთ. მთავარ როლებს ახალ კომედიაში ფედერიკ პრინზ უმცროსი და ემი გარსია ასრულებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები