90-იანი წლების სუპერმოდელი, კლაუდია შიფერი „ინსტაგრამზე“ ახალ ვიდეოს აქვეყნებს. 52 წლის მოდელი ბრწყინავს „დოლჩე და გაბანას“ ალისფერ საზაფხულო კაბაში. კლაუდია ისეთივე შეუდარებელია, როგორც წლების წინ, როცა ის წამყვანი მოდის სახლების პოდიუმს იპყრობდა.
ახალ ვიდეოში კლაუდია გაშლილი თმითა და მინიმალისტური მაკიაჟით პოზირებს. ხელში კი პატარა წითელი ჩანთა უკავია.
მარადიული სილამაზე – 52 წლის კლაუდია შიფერის იშვიათი გამოჩენა