LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჯადოსნური წამალი რომ მომცენ, რომელიც ისევ 20 წლის ასაკში დამაბრუნებდა, ალბათ უარს ვიტყოდი“- კლაუდია შიფერის გულწრფელი ინტერვიუ

172
20200331-claudia-post

მიუხედავად მსოფლიოში შექმნილი ვითარებისა, როგორც ჩანს, გლამურული ჟურნალები მუშაობას აქტიურად აგრძელებენ.

49 წლის ტოპ მოდელი, კლაუდია შიფერი, ჟურნალ Elle-ის მაისის ნომრის მთავარი გმირი გახდა და მის  გარეკანზე მოხვდა.

ვარსკვლავმა უამრავ თემაზე გაამახვილა ყურადღება, გაიხსენა წარსული, ისაუბრა კარიერაზე, გაგვიმხილა, თუ რას ნანობდა წარსულში და ასევე გულწრფელად ისაუბრა დაბერების პროცესზეც.

„არ მშურს ახალგაზრდა მოდელების, დაბერების პროცესს შევეგუე, ჯადოსნური წამალი რომ მომცენ, რომელიც ისევ 20 წლის ასაკში დამაბრუნებს, ალბათ უარს ვიტყოდი“– აცხადებს მოდელი.

შეკითხვაზე, თუ რას ნანობს კლაუდია წარსულ კარიერაში, შიფერმა აღიარა, რომ ის ჯორჯ მაიკლის კლიპში, Freedom! მონაწილოებაზე უარის თქმას ნანობს, სადაც მას მონაწილეობა სხვა მოდელებთან ერთად შესთავაზეს, თუმცა მოდელმა ამ შემოთავაზებაზე უარი განაცხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები