შერონ სტოუნი ზაფხულის დღეებს ბევერლი-ჰილსზე მდებარე სახლში ატარებს. მსახიობმა „ინსტაგრამზე“ ფოტოები გაავრცელა. მას თეთრი მაისური შიშველ სხეულზე აცვია და თავის ნახატთან ერთად პოზირებს. ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
„65 წლის გოგო“, „შეუდარებლად გამოიყურები შერონ“, „ნუთუ 65 წლის არის ეს ქალი“, – წერენ კომენტარებში.
„მზად ზაფხულისთვის“ – 65 წლის შერონ სტოუნი ბიკინში გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს
სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ მსახიობმა, გაიხსენა საკულტო ფილმი, „ძირითადი ინსტინქტი“. 1992 წელს გამოსულმა თრილერმა ერთ ღამეში თავდაყირა დააყენა სტოუნის კინოკარიერა და ის სექსსიმბოლოდ აქცია.