„76 წლის შერიმ და კაილი ჯენერის ყოფილმა შეყვარებულმა, 32 წლის ტაიგამ ღამე ერთად გაატარეს“ – აღნიშნული სათაურით ბოლო ორი დღე დასავლური მედია აჭრელდა, თუმცა შერიმ რამდენიმე საათის წინ ჭორები გააქარწყლა.
არტისტი ემბერ როუზის პროდიუსერთან, 36 წლის ალექსანდრ ედარდსთან ერთად ხელჩაკიდებული გამოჩნდა. დიახ, შერის რომანი 40 წლით უმცროს მამაკაცთან აქვს და როგორც ჩანს, ის საოცრად ბედნიერია. წყვილი პაემანზე მიმავალი გადაიღეს.
ეს 75 წლის შერია? – შერის უახლესი ფოტოები ინტერნეტსივრცეს იპყრობს