ორი თვის წინ, ბრიუს უილისს „აფაზიის“ დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა მსახიობი ცხოვრებას ჩვეულ რიტმში აგრძელებს და „ინსტაგრამზეც“ საკმაოდ აქტიურია. გასულ კვირას მან ვიდეო გაავრცელა, რომელიც სახალისო ცეკვით იწყება, სულ ცოტა ხნის წინ კი ის მალიბუში გადაიღეს.
67 წლის ბრიუსი ქუჩაში ყავით ხელში მისეირნობდა, შემდეგ კი მეგობრებს შეხვდა და წაიხემსა. უილისს კუბოკრული პერანგი და ჯინსის შარვალი ეცვა და საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა.