LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი ფოტოები: „ჩუმი ქველმოქმედი“- ბრედ პიტი გაჭირვებული ოჯახის დასახმარებლად დიდი ხნის განმავლობაში ფიზიკურად შრომობდა

126
safe-image

რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში ბრედ პიტის ფოტოები გავრცელდა, რომელმაც პრაქტიკულად ინტერნეტი ააფექთა. ფოტოებში ასახულია თუ როგორ შრომობს ვარსკვლავი ფიზიკურად და ყუთებს ეზიდება.

ბრედ პიტი საქველმოქმედო ორგანიზაციას პროდუქტების გადატანაში ეხმარება - ფოტოები ინტერნეტს იპყრობს

სიმძიმეების ზიდვით გადაღლილი პიტი, ბოლოს ორგანიზაციის წევრ გოგონასთან ტრაილერზეც ჩამოჯდა და მომღიმარი სახით დაიწყო საუბარი

ახლახანს ახალი ინფორმაცია და ფოტომასალა გავრცელდა. მანამ სანამ მედია ბრედისა და ანჯელინას განქორწინებისა და პიტისა და პოტურალკსის რომანის დეტალებს აქტიურად განიხილავდა, ბრედი ჩუმი ქველმოქმედებით იყო დაკავებული. აღმოჩნდა, რომ პიტი გაჭირვებული ოჯახის დასახმარებლად მთელი თვის განმავლობაში დაუღალავად შრომობდა. აღნიშნულ ფაქტს საზოგადოების მხრიდან დიდი აღფრთოვანება მოყვა.

„ჩუმი ქველმოქმედი“, „ყველაზე გულისხმიერი ვარსკვლავი“ – წერენ გულშემატკივრები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები