გასულ წელს, ჯასტინ ტიმბერლეიკი და მისი მეუღლე, ჯესიკა ბილი საზოგადოების ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოექცნენ. ყველა ჯასტინის ღალატის შესახებ საუბრობდა, თუმცა, როგორც ჩანს ყველაფერი კარგადაა. ზაფხულში ჯესიკა და ჯასტინი ყველასგან მოულოდნელად მეორე შვილის მშობლები გახდნენ.
ახლახანს ჯესიკამ სოციალურ ქსელში ფოტოები და ვიდეო გაავრცელა. 38 წლის მსახიობმა ახალი წელი განსხვავებული იმიჯით დაიწყო და გრძელი თმა მოკლედ შეიჭრა.
ცნობისთვის, მსახიობი სერიალ „ლაიმთაუნში“ იღებს მონაწილეობას, სავარაუდოდ სწორედ აღნიშნული როლისთვის გამოემშვიდობა ჯესიკა გრძელ თმას, რომელიც მუდამ მისი სავიზიტო ბარათი იყო. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბილს ახალი ვარცხნილობა საოცად უხდება.