გასულ კვირას, ჟერარ პიკე უცნობ გოგონასთან ერთად გადაიღეს, როგორც დასავლური მედია წერს, სწორედ მასთან უღალატა ფეხბურთელმა შაკირას.
„აი ამან დაანგრია ოჯახი“ – ინტერნეტსივრცეში ჟერარ პიკესა და უცნობი ქერათმიანი გოგონას ფოტო ვრცელდება
ახლა კი ახალი დეტალები გახდა ცნობილი. როგორც ირკვევა, პიკე ახალ გულის სწორთან სტოკჰოლმის ერთ-ერთ რესტორანში იმყოფებოდა. პაპარაცული ფოტო რესტორნის მფლობელმა, კეტრინ ჟიტომირსკაიამ გაავრცელა, რომელიც ფეხბურთელზე ძალიან განაწყენდა. მისმა ვაჟმა ფეხბურთელთან გამოლაპარაკება სცადა, პიკემ კი ის ცივი უარით გამოისტუმრა.
„ალბათ ამ საღამოზე ყველა ქალს შენი გა….ა სურდა, მე კი ჩემი შვილი მახსენდება, რომელმაც გაცნობა გთხოვა და უარით გაისტუმრე. პოპულარობა თავში აგივარდა, არადა ერთი ხელმოცარული ადამიანი ხარ, რომელსაც ბურთის გორებამ გონება დაუბნელა…“, – ამ სიტყვებით დაასათაურა რესტორნის მფლობელმა ფოტო.
პიკეს ახალი შეყვარებული 19 წლის ქერათმიანი სტუდენტია? – რა მოხდა სინამდვილეში