LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აი ამან დაანგრია ოჯახი“ – ინტერნეტსივრცეში ჟერარ პიკესა და უცნობი ქერათმიანი გოგონას ფოტო ვრცელდება

4430
Untitledfgdfg

მას შემდეგ, რაც შაკირა და ჟერარ პიკე 11 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ სკანდალურად დაშორდნენ ერთმანეთს, ტაბლოიდები აქტიურად ცდილობენ გაარკვიონ, ვინ არის ის ქალი, რომელთანაც ფეხბურთელმა შაკირას უღალატა.

და აი, ინტერნეტსივრცეში პიკესა და უცნობი ქერათმიანი გოგონას ფოტო ვირუსულად ვრცელდება. ისინი მატჩს ადევნებენ თვალს. 35 წლის პიკეს ჰუდი აცვია. მის გვერდზე მჯდომ  გოგონას კი თეთრი ქუდი ახურავს. ფოტოთი თუ ვიმსჯელებთ, ჟერარის ახალი რჩეული, მარლაც ძალიან ახალგაზრდაა.

შეგახსენებთ, თავიდან დასავლური მედია აქტიურად წერდა იმას, რომ პიკემ შაკირას პაბლო გავის დედასთან უღალატა, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ პიკეს ახალი შეყვარებული 19 წლის სტუდენტია.

„აი ამან დაანგრია ოჯახი“, „აშკარადა არ არის პაბლო გავის დედა“ – წერენ კომენტარებში.

შაკირა და ჟერარ პიკე ერთმანეთს შვილის მატჩზე შეხვდნენ – არტისტი ახალ ვიდეოს ავრცელებს

პიკეს ახალი შეყვარებული 19 წლის ქერათმიანი სტუდენტია? – რა მოხდა სინამდვილეში

ჟერარ პიკემ შაკირას პაბლო გავის დედასთან უღალატა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები