LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალცჰაიმერის განვითარების მაღალი რისკის გამო, 39 წლის კრის ჰემსვორტი კარიერას ასრულებს

549
page

ახლახან, სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. 39 წლის მსახიობს, კრის ჰემსვორტს ალცჰაიმერის დაავადების განვითარების მაღალი რისკი აქვს. „თორის“ ვარსკვლავმა ამის შესახებ გადაღებების პროცესში გაიგო, როცა ექიმებმა მას სხვადასხვა ტიპის გამოკვლევა ჩაუტარეს. დასკვნის თანახმად, 80%-ია იმის შანსი, რომ კრისს ალცჰაიმერის დაავადება განუვითარდეს. ჰემსვორტის ბაბუას ამავე დაავადების დიაგნოზი ცოტა ხნის წინ დაუსვეს.

„ბაბუას უკვე ბევრი სიტყვა აღარ ახსოვს და წინადადებებს ნიდერლანდურად ასრულებს, რომელიც მისი მშობლიური ენაა“ – ამბობს მსახიობი.

ამის გამო მსახიობი კარიერაში განუსაზღვრელი ვადით პაუზის აღებას აპირებს.

ცნობისთვის, კრისის ამ ეტაპისთვის უკანასკნელი კინოპროექტი, „თორი: სიყვარული და ელვაა“, რომლის პრემიერაც მიმდინარე წლის ზაფხულში შედგა.

„მამა, მინდა სუპერმენი ვიყო, – საბედნიეროდ კიდევ ორი შვილი მყავს“ – კრის ჰემსვორტი სახალისო პოსტს ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები