დეპი-ჰარდის მორიგ სასამართლო პროცესზე ემბერის ყოფილი მეგობარი, როკი პენინგტონის ვიდეოჩანაწერი აჩვენეს, სადაც ის ემბერზე ძალადობის დეტალებს იხსენებს და ემოციებს ვერ მალავს. გოგონა 2015 წელს მომხდარი ინციდენტის შესახებ დაკითხეს, როდესაც ჯონიმ მეუღლეზე ისე იძალადა, რომ მას ცხვირი ჰქონდა გატეხილი და ტუჩი გახეთქილი.
ჯონი დეპი „გაფაქტულია“ – ემბერ ჰარდმა სასამართლო პროცესზე სკანდალური ფოტოები გამოაჩინა
პროცესის მსვლელობისას ფოტოებიც აჩვენეს, სადაც ემბერის დასივებული სახე და ამოგლეჯილი თმაა ასახული.
„მას სახეზე ჩალურჯებების დაფარვა ხშირად უწევდა, ჯონმა მას თავიდან თმაც კი ამოაგლიჯა“, – იხსენებს ტირილით ემბერის მეგობარი.
ცუდი ამბები ემბერისთვის – კეიტ მოსი ჩვენების მისაცემად ემზადება და ის ფარდას ახდის ყველაფერს
„ის კედლებს ეხეთქებოდა“ – ცოლის დისკენ მიპყრობილი ჯონის დაჟინებული და გამჭოლი მზერა