LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ანტონიო ბანდერასთან სექსის სცენის მეშინოდა“ – გაიგეთ, რატომ ტიროდა სელმა ჰაიეკი „თავზეხელაღებულის“ გადასაღებ მოედანზე

686
39330760-0-image-a-88-1613429699160

1995 წელს კინოეკრანებზე ფილმი „თავზეხელაღებული“ გამოვიდა. მან საზოგადოების ინტერესი მალევე დაიმსახურა, ანტონიო ბანდერასისა და სელმა ჰაიეკის ტანდემი მართლაც შესანიშნავი გამოდგა.

ახლახანს, 54 წლის სელმა ჰაიეკი ფილმის გამოსვლიდან 26 წლის შემდეგ ინტიმურ სცენებზე პირველად ალაპარაკდა. მან განაცხადა, რომ თავიდან სულაც არ იცოდა, რომ ანტონიოსთან თამამ ეპიზოდებში მოუწევდა მონაწილეობის მიღება.

„ანტონიოსთან სექსის სცენა ძალიან მაშინებდა, ის ისეთი უკომპლექსო და თავისუფალი იყო, მე კი შებოჭილი. ბოლოს მითხრა, რომ მე მას ჩემი კომპლექსებით  ვთრგუნავდი და ისე შემრცხვა, რომ გადასაღებ მოედანზე ტირილი დავიწყე. ის მე მაცინებდა და მამხნევებდა, ხანგრძლივი ქვითინისა და უხერხულობის შემდეგ კი ჩვენ ეს შევძელით“ღიმილით იხსენებს სელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები