LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Apple ახალი პროდუქტების პრეზენტაციას 15 სექტემბერს გამართავს

183
maxresdefault

Apple Watch, iPad Air – ეს იმ ახალი პროდუქტების სავარაუდო ჩამონათვალია, რომელთაც, დიდი ალბათობით, Apple საზოგადოებას რამდენიმე დღეში წარუდგენს. ცნობილი ამერიკული ბრენდი ახალი პროდუქტების პრეზენტაციას 15 სექტემბერს, ყოველწლიურ საშემოდგომო ღონისძიებაზე, Apple Park-ში გამართავს.

ჯერჯერობით უცნობია ღონისძიება ონლაინ ჩატარდება, თუ მას მაყურებელიც დაესწრება… ასევე უცნობია ზუსტი ინფორმაცია წარსადგენი პროდუქტებიც შესახებ. არსებობს მხოლოდ ვერსიები და როგორც უკვე აღვნიშნეთ, ექსპერტების ვარაუდით, ეს იქნება: iPad Air და ასევე Apple Watch-ის ახალი ვერსია.

ექსპერტების აზრითვე, Apple ამ ეტაპზე iPhone 12-ის წარდგენისგან თავს შეიკავებს და ახალ სმარტფონს მომდევნო თვეში, ოქტომბერში გამოიტანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები