LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Apple–ის პირველმა MacBook Pro–მ M1 ჩიპი მიიღო

97
appmacpro

Apple–მა MacBook Pro–ს გამოსვლა დააანონსა და ისიც დააზუსტა, რომ ლეპტოპი Apple–ის პროცესორს მიიღებს, ანუ „მაკის“ კომპიუტერებისთვის ახალი ერა იწყება.

Apple–მა პროდუქტი ყველაზე კრეატიულ და ასევე ტექნიკურ სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისთვის შექმნა.

ახალი MacBook Pro–ს ზომა 13 დიუმია და მისი ფასი 1,299 დოლარიდან იწყება. სიახლე წინა მოდელს ჩაანაცვლებს, თუმცა მსურველებს რა თქმა უნდა, ოთხ პორტიანი ლეპტოპის შეძენაც შეეძლებათ.

ახალი MacBook ბევრ სხვა მახასიათებლებთან ერთად იმითაც გამოირჩევა, რომ M1 პროცესორს მიიღებს და როგორც კომპანია ირწმუნება მას „მსოფლიოში უსწრაფესი CPU ბირთვი“, უსწრაფესი ინტეგრირებული გრაფიკა და ბევრად მეტი ენერგია აქვს, რაც სხვა ჩიპებთან შედარებით წარმოუდგენელი შედეგია.

ახალი გაჯეტი macOS 11 Big Sur–ითაცაა აღჭურვილი, Apple–ის თქმით ის სპეციალურად ახალი ტექნიკისთვის შეიქმნა.

13 დიუმიანი MacBook Pro დავალებებს 2.8–ჯერ უფრო სწრაფად ასრულებს და მისი გრაფიკა წინა თაობებთან შედარებით ხუთჯერ უფრო სწრაფი გამოდის.

სიახლის ონლაინ პრეზენტაცია უკვე შედგა და წინასწარი შეკვეთები 17 ნოემბრამდე მიიღება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები