ჯასტინ ბიბერის მეუღლემ, ჰეილი ბიბერმა „ინსტაგრამ სთორიში“ ფოტო გაავრცელა, სადაც მოშიშვლებული მუცლით პოზირებს. ამით მოდელმა იმ ურიცხვ თაყვანისმცემლებს უპასუხა, ვინ დაჟინებით ირწმუნება, რომ ჰეილი ორსულადა. ვარსკვლავმა განაცხადა, რომ ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და საკვერცხეზე მოზრდილი კისტა აღენიშნება.
„აქ ბავშვი არ არის, მე საკვერცხეზე ვაშლის ზომის კისტა მაქვს. ეს მტანჯველია, მე გულისრევის შეგრძნებები მაქვს, მუცლის შებერილობა და კრუნჩხვები მაწუხებს“, – აცხადებს ჰეილი.
შეგახსენებთ, მიმდინარე წელი ვარსკვლავური წყვილისთვის საკმაოდ რთული იყო. ჰეილი ინსულტის ნიშნებით კლინიკაში მოხვდა, ჯასტინ ბიბერმა კი საჯაროდ განაცხადა, რომ მას „რამსეი-ჰანტის“ დიაგნოზი დაუსვეს, რის გამოც მას სახის ცალი ნაწილი პარალიზებული ჰქონდა.
ვიდეო: ჰეილი ბიბერს ინსულტის შემდეგ გულის ოპერაცია ჩაუტარდა – ვარსკვლავი დეტალებს იხსენებს
„თვალებს მალავს“ – ჯასტინ და ჰეილი ბიბერები ეკლესიაში, წირვას დაესწრნენ
„ნეტავ ვის წერს“ – ჯასტინ და ჰეილი ბიბერების მოდური გასეირნება ლოს-ანჯელესში