LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არიანა გრანდე მსოფლიო ტურნეს ნიუ-იორკიდან იწყებს (ფოტო)

145
ariana-grande-2-2000 (1)_0

არიანა გრანდეს Sweetener World Tour,  ამერიკელი მომღერლის მეოთხე და მეხუთე სტუდიური ალბომების, Sweetener (2018 წ.) და Thank U, Next (2019 წ.) მხარდასაჭერად, სტარტს დღეს, ნიუ-იორკში აიღებს.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 26 წლის შემსრულებელი მსოფლიო ტურნეში გაემგზავრებოდა, ცნობილი ჯერ კიდევ ნოემბერში გახდა.

ცნობილია, რომ ახალგაზრდა ვარსკვლავის კონცერტები აშშ-ის, კანადის, ინგლისის, ნიდერლანდების, საფრანგეთის, ბელგიის, გერმანიის, ავსტრიის, ჩეხეთის, პოლონეთის, შოტლანდიის, ირლანდიის, დანიის, ნორვეგიის, ფინეთისა და შვედეთის ქალაქებში გაიმართება, საღამოების  სპეციალური სტუმრები კი, ნორმანი, ელა მაი და Social House იქნებიან.

უკანასკნელი შოუთი თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო არტისტი მსმენელის წინაშე 13 ოქტომბერს, ციურიხში წარდგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები