LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბელაც ორსულადაა“ – ბელა ჰადიდის ფოტომ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია

209
safe-image (1)

გაზაფხულზე ინფორმაცია გავრცელდა, რომ 25 წლის მოდელი, ჯიჯი ჰადიდი და ჯგუფ One Direction-ის წევრი, ზეინ მალიკი პირველ შვილს ელოდებიან. მოდელმა კარანტინის პერიოდი დასთან ერთად, პენსილვანიაში, საკუთარ ფერმაში გაატარა.

როგორც ჩანს, დები კვლავ ბუნებაში იმყოფებიან. სულ ცოტა ხნის წინ ბელამ სოციალურ ქსელში ორსულ დასთან ერთად გადაღებული, სახალისო ფოტო გაავრცელა, ორივე მათგანს ხელი მუცელზე აქვს დადებული, აღსანიშნავია, რომ 23 წლის ბელა საგრძნობლად მომატებულია, რაც „ინსტაგრამ“ გამომწერებისთვის განსჯის საგანი გახდა.

„ბელაც ორსულადაა“, – წერდნენ კომენტარებში, თუმცა, ბელამ სათაურშივე განმარტა მუცლის სიდიდის მიზეზი, – „ეს მუცელი ორი ფუნთუშისა და ბურგერის ბრალია, ჯიჯის მუცელი კი ზეინის“, – დაწერა ბელამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები