LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიბი რექსამ ახალი სინგლი დააანონსა (ფოტო)

beb-rexha-dec-2018-b-billboard-1548 (1)

ბიბი რექსამ ახალი სიმღერის გამოსვლის შესახებ განაცხადა. Last Hurrah – ასე ჰქვია სინგლს, რომლის რელიზი 15 თებერვალს შედგება.

აღსანიშნავია, რომ 29 წლის შემსრულებელმა ქსელში სიახლის გარეკანიც წარმოადგინა, რომელზეც 61-ე ,,გრემიზე” ,,საუკეთესო ახალი არტისტის” ნომინაციაში წარდგენილი ამერიკელი მომღერალი წითელ ფონზე, ეკლის გვირგვინით პოზირებს.

შეგახსენებთ, რომ ბიბი რექსამ სადებიუტო სტუდიური ალბომი Expectations გასული წლის 22 ივნისს გამოუშვა. I’m a Mess – პირველი სინგლი ფირფიტიდან, ახალგაზრდა ვარსკვლავის სავიზიტო ბარათად იქცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები