ჩვენ უკვე დიდი ხანია ვადევნებთ თვალს ბრიტნი სპისრისა და მისი მამის, ჯეიმი სპირსის „ბრძოლას“. არტისტი 2008 წლიდან მამის მეურვეობის ქვეშ იყო და დამოუკიდებლად მარტივი გადაწყვეტილებების მიღების საშუალებაც არ ჰქონდა. და აი, როგორც იქნა, მრავალი წლის შემდეგ, 39 წლის ბრიტნი თავისუფალია.
ბრიტნი სპირსის მამა, შვილის მეურვეობას ჩამოშორდა. ჯეიმს სპირსი შვილის პეტიციას, მეურვეობიდან მის ჩამოშორებაზე, ხუთშაბათს, 12 აგვისტოს დათანხმდა. ადვოკატის განცხადებით, ამის მიზეზი ის „საჯარო ბრძოლაა“, რომელიც მას და შვილს შორის წლებია მიმდინარეობს. მომღერალმა სასამართლოზე ისიც განაცხადა, რომ რომ მამამისის ადგილი ციხეშია.