LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიუს უილისის იშვიათი გამოჩენა დემენციის დიაგნოზის შემდეგ – „კერკეტი კაკალი“ და დემი მური პარიზში გადაიღეს

217
page

ბრიუს უილისი და დემი მური საუკეთესო მეგობრებად რჩებიან. მურს შესანიშნავი ურთიერთობა აქვს უილისის მეორე ცოლთან, ემმა ჰემინგთანაც. ახლახან ფოტოები გავრცელდა, როგორც ჩანს, „დიდი ოჯახი“ საფრანგეთში იმყოფება. რამდენიმე საათის წინ 60 წლის დემი მური თავის ოთხფეხა მეგობართან ერთად პარიზის ქუჩებში გადაიღეს. მანამდე კი პაპარაცებმა 68 წლის უილისიც დააფიქსირეს, ის მანქანაში იჯდა.

ბოლო პერიოდში, უილისი რამდენჯერმე გამოჩნდა კამერებთან, ბოლოს ეს  მოხდა მსახიობის დაბადების დღეზე, როცა მთელი ოჯახი მასთან მისალოცად შეიკრიბა.

შეგახსენებთ, გასულ წელს ბრიუსს „აფაზიის“ დიაგნოზი დაუსვეს, ცოტა ხნის წინ კი მას დემენცია დაუდგინდა.

მძიმე სენით დაავადებული ბრიუს უილისი ქალიშვილთან და პატარა შვილიშვილთან ერთად

„ვფიქრობდი, რომ მამაჩემი ჩემ მიმართ ინდიფერენტული მეორე ცოლთან შეძენილი ქალიშვილების გამო გახდა“ – ბრიუს უილისის ემოციური აღიარება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები