53 წლის სელმა ჰაიეკი თავის გულშემატკივრებს ბუნებრივი, უფილტრო ფოტოებით ხშირად ანებივრებს და თავის ბუნებრივ სილამაზეს უკეთებს დემონსტრირებას, თუმცა, ახალმა ფოტომ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

მსახიობმა 15 მილიონ გამომწერს ფოტო გაუზიარა, რომელშიც უმაკიაჟოდ არის წარმოდგენილი, უფრო მეტიც, ვარსკვლავს ჭაღარა თმა აქვს.

„ძირების შეღებვა როგორც იქნა მოვახერხე“, – დაწერა მსახიობმა.

შემდეგი ფოტო კი სელმამ უკვე მაკიაჟით გადაიღო, ის ფოთლების ფონზე პოზირებს.

„მიყვარს, როცა უმაკიაჟოდ ვარ, როდესაც დატვირთული და მრავალფეროვანი ცხოვრებით ცხოვრობ, ეს ყველაფერი მნიშვნელობას კარგავს “, – განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში სელმამ.

 

კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05