LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Childish Gambino-ს, ლედი გაგასა და დუა ლიპას ტრიუმფი ,,გრემიზე”

56

რამდენიმე საათის წინ, ლოს-ანჯელესში, ,,გრემის” დაჯილდოების რიგით 61-ე ცერემონიალი გაიმართა.

საღამოს ტრიუმფატორები Childish Gambino და კეისი მასგრეივსი გახდნენ, რომელთაც 4-4 ჯილდო მიიღეს.

ხუთიდან სამ ნომინაციაში გამარჯვებულად დასახელდა ლედი გაგა.

ამავე რაოდენობის კატეგორიაში იყო წარდგენილი ქარდი ბიც, რომელმაც მხოლოდ ერთი ჯილდო მიიღო.

აღსანიშნავია, რომ კენდრიკ ლამარს, რომელიც საღამოს 8 ნომინაციით ლიდერობდა, გამარჯვება წილად მხოლოდ ერთში ხვდა, დრეიკის 7 ნომინაციაში გამარჯვებისთვის ბრძოლა კი, ასევე ერთი გრამოფონით დასრულდა.

დუა ლიპა, რომელსაც ამერიკის ხმისჩამწერმა აკადემიამ წელს ორი, მათ შორის ინგლისელი ვარსკვლავისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ,,საუკეთესო ახალი შემსრულებლის” ნომინაცია მიანიჭა, H.E.R.-ის მსგავსად შოუს ერთ-ერთ მთავარ სახედ იქცა.

61-ე ,,გრემის” გამარჯვებულთა სრული სია ასეთია:

წლის ჩანაწერი – This Is America, Childish Gambino

წლის ალბომი – Golden Hour, კეისი მასგრეივსი

წლის სიმღერა – This Is America, Childish Gambino

საუკეთესო ახალი შემსრულებელი – დუა ლიპა

საუკეთესო პოპ სოლო შესრულება – Joanne, ლედი გაგა

საუკეთესო პოპ დუეტი/ჯგუფი შესრულება  – Shallow, ლედი გაგა და ბრედლი კუპერი

საუკეთესო პოპ ვოკალური ალბომი – Sweetener, არიანა გრანდე

საუკეთესო საცეკვაო ჩანაწერი – Electricity, Silk City და დუა ლიპა

საუკეთესო როკ შესრულება – When Bad Does Good, კრის კორნელი

საუკეთესო როკ სიმღერა – Masseduction, St. Vincent

საუკეთესო როკ ალბომი – From the Fires, Greta Van Fleet

საუკეთესო ალტერნატიული მუსიკის ალბომი – Colors, Beck

საუკეთესო რიტმ-ენდ-ბლუზ შესრულება – Best Part, H.E.R. და Daniel Caesar

საუკეთესო რიტმ-ენდ-ბლუზ სიმღერა – Boo’d Up, ელა მაი

საუკეთესო Urban Contemporary ალბომი – Everything Is Love, The Carters

საუკეთესო რიტმ-ენდ-ბლუზ  ალბომი – H.E.R., H.E.R.

საუკეთესო რეპ შესრულება – King’s Dead, ჯეი როკი, კენდრიკ ლამარი, Future და ჯეიმს ბლეიკი / Bubblin, Anderson .Paak

საუკეთესო რეპ/Sung შესრულება – This Is America, Childish Gambino

საუკეთესო რეპ სიმღერა – God’s Plan, დრეიკი

საუკეთესო რეპ ალბომი – Invasion of Privacy, ქარდი ბი

საუკეთესო ქანთრი სოლო შესრულება – Butterflies, კეისი მასგრეივსი

საუკეთესო ქანთრი დუო/ჯგუფი შესრულება – Tequila, Dan + Shay

საუკეთესო ქანთრი სიმღერა – Space Cowboy, კეისი მასგრეივსი

საუკეთესო ქანთრი ალბომი – Golden Hour, კეისი მასგრეივსი

საუკეთესო რეგ ალბომი – 44/876, სტინგი და შაგი

საუკეთესო სიმღერა ვიზუალური მედიისთვის  – Shallow, ლედი გაგა და ბრედლი კუპერი

წლის პროდიუსერი, არა კლასიკური – ფარელ უილიამსი

საუკეთესო მუსიკალური ვიდეო – This Is America, Childish Gambino

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები