ჯეფ ბეზოსმა და ლორენ სანჩესმა „სი ენ ენს“ პირველი ერთობლივი ინტერვიუ მისცეს. გადაცემაში „ამაზონის“ დამფუძნებელი და მისი მეგობარი ქალი ერთმანეთს აქებდნენ, ბევრს იცინოდნენ და გრძნობებს ვერ მალავენ. 58 წლის ჯეფი აცხადებს, რომ მას მსოფლიოში ყველაზე გულუხვი და კეთილი შეყვარებული ჰყავს.
„ჩვენ ერთი გუნდი ვართ, ვმეგობრობთ და ერთმანეთი გვიყვარს. ეს მარტივია, ერთმანეთის ენერგეტიკას ვიზიარებთ და ერთმანეთს პატივს ვცემთ“, – აცხადებს წყვილი.
ცნობისთვის, 52 წლის სანჩესი ყოფილი ჟურნალისტია, ის პრემია „ემის“ ლაურეატი გახლავთ. წყვილი უკვე ორ წელზე მეტია ერთადაა. ისინი ბევრს მოგზაურობენ და საოცრად ბედნიერად გრძნობენ თავს.
ჯეფ ბეზოსი ქონების უდიდესი ნაწილის გაცემას აპირებს
ჯეფ ბეზოსისა და ლორენ სანჩესის რომაული ვნებები – რა ღირს რესტორანში მილიარდერის მენიუ