ბრიუს უილისი და ემმა ჰემინგი 2009 წელს დაქორწინდნენ. მას შემდეგ, წყვილმა ქორწინების იუბილეს აღსანიშნავად 4 წელიწადში, ხელმეორედ გადაიხადა საქორწინო ცერემონიალი.
გუშინ კი მათი ქორწინებიდან 14 წელი გავიდა. ემმა ჰემინგმა 4 წლის წინანდელი ვიდეო გაავრცელა, სადაც ისინი სიყვარულის ფიცს ხელმეორედ დებენ. ემმას ვიდეოში ნაზი კაბა ამშვენებს და ფეხშიშველია, ბრიუსს კი თეთრი შარვალი და პერანგი აცვია.
„გამოიყენეთ თითოეული შესაძლებლობა იმისთვის, რომ საყვარელ ადამიანებთან, ჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად ბედნიერი წუთები გაატაროთ. ჩვენ გვაქვს საშუალება, მოგონებები მათთვის შევინახოთ, ვინც შესაძლოა გახსენება ვეღარ მოახერხოს“, – წერს ემმა.
შეგახსენებთ, გასულ წელს ბრიუსს „აფაზიის“ დიაგნოზი დაუსვეს, ცოტა ხნის წინ კი მას დემენცია დაუდგინდა.
„დილა ტირილით დავიწყე“ – ბრიუს უილისს გოგონები დაბადების დღეს ულოცავენ – ნახეთ ემოციური ვიდეო