LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Coldplay და BTS ერთობლივ ნამუშევარს ავრცელებენ

53
page

Coldplay და სამხრეთკორეული ბოიბენდი, BTS ახალ ერთობლივ კომპოზიციას, My Universe ავრცელებენ. სულ მალე ამ სიმღერაზე,  დეივ მაიერსის მიერ გადაღებულ კლიპსაც ვიხილავთ.

აღსანიშნავია, რომ My Universe ბრიტანული კოლექტივის მომავალ სტუდიურ ალბომში, Music of the Spheres შევა, რომელიც გაყიდვაში მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს ჩაეშვება.

ცნობისთვის, ეს Coldplay-სა და BTS-ის პირველი ერთობლივი ნამუშევარია. შეგახსენებთ, BTS 2013 წელს ჩამოყალიბდა. ბიჭებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები