LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცოტა მეშინია“ – ჯეი ლოს ინტერვიუს მორიგი მონაკვეთი – რა ხდება „ბენიფერის“ თავს

345
page

სულ ცოტა ხნის წინ ჯენიფერ ლოპესის ინტერვიუ გავრცელდა, რომელშიც ის ბენ აფლეკთან 17 წლის შემდეგ განახლებულ რომანზე საუბრობს.

ინტერვიუ: „ჩვენ სიყვარულის მეორე შანსი მოგვეცა“ – ჯენიფერ ლოპესი ბენ აფლეკზე აჟღურტულდა 

ახლახან კი ვრცელი ინტერვიუს მორიგი მონაკვეთი გამოქვეყნდა, სადაც ჩანს, რომ 52 წლის ჯეი ლო შიშობს ბენთან ურთიერთობის გაოფიციალურებას.

„ჩვენ ადრე ვიყავით მიამიტები და გამოფენილი გვქონდა სახალხოდ ჩვენი ურთიერთობა, სწორედ ამიტომ, ჩვენი გრძნობები გაითელა. ახლა მე ვშიშობ ურთიერთობის სხვა ფაზაში გადაყვანას“,– აცხადებს ლოპესი.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შინაარსის განცხადება გააკეთა ბენმა გასულ თვეს.

„ჩემი პასუხისმგებლობა ჩემი შვილების მიმართ უდიდესია, მე არ მინდა ჩემი საქციელით მათ გული ვატკინო“, – აცხადებს 49 წლის ბენი.

ფაქტია, მალე „ბენიფერს“ ერთად ყოფნის ერთი წელი შეუსრულდება, ჩვენ კი იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ამჯერად საქმე ბოლომდე მივა და ჯეი ლოსა  ბენის ქორწილს ვიხილავთ.

ფოტო: „ეს საოცრად ლამაზი ისტორიაა, მე ახლა ბედნიერი ვარ“ – ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესზე პირველად ალაპარაკდა 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები