ჟერარ პიკე და 23 წლის სტუდენტი, კლარა ჩია მარტი უკვე ოფიციალურად ერთად არიან. წყვილი მეგობრის ქორწილში ხელჩაკიდებულები გადაიღეს.
ცოტა ხნის წინ ქერა ლამაზმანის ვიდეო გავრცელდა, სადაც ის შაკირას ჰიტზე, Te Felicito ცეკვავს და არტისტის მსგავსი ბიკინი აცვია. მალევე ვიდეო წაიშალა, გოგონას „ინსტაგრამი“ კი ახლა მიუწვდომელია. ამის შესახებ ,,დეილი მეილი” წერს.
ბუნებრივია, შაკირას გულშემატკივრები განრისხებულნი არიან აღნიშნული ქმედებით და აცხადებენ, რომ გოგონა შაკირას მასხრად იგდებს.
„შაკირა განრისხებულია“ – ჟერარ პიკემ 23 წლის შეყვარებული გამოაჩინა