ელ-ჭექივით გავარდა მოწმენდილ ცაზე შოკისმომგვრელი ინფორმაცია. 51 წლის ჯენიფერ ლოპესი და 45 წლის ალექს როდრიგესი ერთმანეთს 4 წლიანი რომანისა და ორი გადადებული ჯვრისწერის შემდეგ დაშორდნენ.
ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური, მედიები, Page Six და „დეილი მეილი“ ავრცელებენ. ინსაიდერების განცხადებით, ვარსკვლავური წყვილი უკანასკნელად ერთად დომინიკის რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ. 1 მარტის შემდეგ კი ისინი ერთმანეთს აღარ შეხვედრილან.
ფოტო: ჯეი ლო ალექს როდრიგესს მაჩოს ეძახის – ვარსკვალვური წყვილის ვნებიანი კოცნა
ტაბლოიდები ასევე საუბრობენ იმ რამდენიმე საერთო ბიზნესზე, რომელშიც წყვილმა ფული ერთობლივად დააბანდა. ახლა მათ გარკვეული ქონების გაყოფა მოუწევთ.
ვიდეო: მილიონი წითელი ვარდი – ალექს როდრიგესის ვალენტინობის სიურპრიზი ჯეი ლოს
ალექს როდრიგესი ჯენიფერ ლოპესს რეალითი შოუს ვარსკვლავთან ღალატობს? – წყვილი სკანდალში გაეხვია