სერიალ „მეგობრების“ ვარსკვლავი, მეთიუ პერი ამჯერად პოპულარული ჟურნალის GQ-ს უახლეს ნომერში გამოჩნდება. მსახიობმა მონაწილეობა მიიღო გამოცემის ფოტოსესიაში, რომელიც შემოდგომის ფერების ფონზე გადაიღეს და სადაც 53 წლის მსახიობი სხვადასხვა სტილის სამოსს ირგებს.
მსახიობი, რომლის ინტერვიუც ბოლო დროს ყველა წამყვანი გამოცემის გვერდებზე მოხვდა, ამბობს, რომ ალკოჰოლდამოკიდებულებას წლების მანძილზე ებრძოდა. როგორც ჩანს, ამან მკვეთრად იმოქმედა მის გარეგნობასა და შრომისუნარიანობაზე. საინტერესოა, რომ პერი სხვადასხვა დროს ჯულია რობერტს ლიზი კაპლანს, ლაურენ გრეჰემსა და ნივი ქემფბელს ხვდებოდა.