LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთი საღამო და ორის ისტორია – სანამ ბრედ პიტი წითელ ხალიჩაზე ქარიზმას აფრქვევდა, ანჯელინა ჯოლი პაემანზე გაიპარა

543
Untitleddsfgfdg

გუშინ, „ოქროს გლობუსების“ დაჯილდოების რიგით 80-ე ცერემონიალი გაიმართა. წითელ ხალიჩაზე უამრავ ნომინანტს შორის ულევი ქარიზმითა და უშრეტი შარმით, თავს იწონებდა შავ კოსტიუმში გამოწყობილი ბრედ პიტი, მისმა ფოტოებმა საზოგადოების აღფრთოვანება გამოიწვია.

ოქროს ბიჭები „ოქროს გლობუსზე“ – ბრედ პიტისა და კვენტინ ტარანტინოს მხიარულება წითელ ხალიჩაზე

„კიდევ ვის აქვს ასეთი ღიმილი?“ – ბრედ პიტი და მარგო რობი „ოქროს გლობუსის“ ცერემონიალზე

დაჯილდოებაზე არ იმყოფებოდა მისი ყოფილი მეუღლე, ანჯელინა ჯოლი. სავარაუდოდ ის ცერემონიალზე სწორედ ბრედ პიტის გამო არ მივიდა.

ამ დღეს ის ნიუ-იორკში, Eleven Madison Park-ში სავახშმოდ მივიდა. ცხადია, ინსაიდერები აცხადებენ, რომ 47 წლის ჯოლი პაემანზე იმყოფებოდა. მართალია, პაპარაცებმა ვერ აღბეჭდეს ჯოლის მეწყვილე, თუმცა, მათ ანჯელინას დაფიქსირება მოახერხეს. მას სხეულზე მომდგარი შავი კაბა ამშვენებდა, კაბა თეძომდე ჩახსნილი იყო, საიდანაც ჯოლის სრულყოფილი ფეხი მოჩანდა.

შეგახსენებთ, გასულ კვირას დასავლური მედია ანჯელინა ჯოლისა და 27 წლის მსახიობის, პოლ მესკალის ფოტოებით აჭრელდა. ისინი ერთად კაფეში გადაიღეს, წყვილი ყავას მიირთმევდა და თბილად საუბრობდა. სავარაუდოდ სწორად მასთან ერთად იმყოფებოდა ჯოლი რესტორანში.

47 წლის ანჯელინა ჯოლი 27 წლის პოლ მესკალს ხვდება? – წყვილის პირველი პაპარაცული ფოტო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები