„კანის კინოფესტივალი” დასრულდა, წითელი ხალიჩის არქივს უამრავი შთამბეჭდავი ფოტო შემორჩა. ამჯერად წარმოგიდგენთ სელმა ჰაიეკის ფოტოებს, რომელიც მსახიობმა „ინსტაგრამზე“ გაავრცელა. ფესტივალის ბოლო დღეს 56 წლის სელმა შავი, ბრჭყვიალა კაბით გამოჩნდა, მან ასევე ხალათში, სამზადისისას გადაღებული ფოტოებიც გაუზიარა გამომწერებს.
გულშემატკივრებს არ გამორჩენიათ ის ფაქტი, რომ ბოლო პერიოდში სელმა სახეზე შეიცვალა. ბევრი ფიქრობს. რომ ვარსკვლავმა პლასტიკურ ქირურგიას მიმართა, არადა ის იმ მსახიობთა რიცხვს მიეკუთვნებოდა, ვინც ბუნებრივად დაბერების მომხრე იყო. იყო პერიოდი, როდესაც სელმა მაკიაჟსაც კი არ იკეთებდა და ჭაღარა თმით იწონებდა თავს.
„მაკიაჟის ძალა“, „სახეზე რაღაც გაიკეთა“, „ეს აშკარად პლასტიკური ქირურგიაა“, – წერენ კომენტარებში.
56 წლის სელმა ჰაიეკი ,,მილანის მოდის კვირეულზე” ყარაკულის ქურქით მივიდა