LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფილმის „პრისცილა“ პრემიერაზე, რეჟისორი სოფია კოპოლა ელვის პრესლის მეუღლესთან ერთად მივიდა

278
სოფია-კოპოლა

ვენეციის რიგით მე-80 კინოფესტივალის ფარგლებში, სოფია კოპოლას ახალი ბიოგრაფიული ფილმის „პრისცილას“ პრემიერა გაიმართა. საპრემიერო წითელ ხალიჩაზე მოწვეულ სტუმრებს თავად სოფია კოპოლა და ლეგენდარული ელვის პრესლის მეუღლე, პრისცილა პრესლი მასპინძლობდნენ. ასევე იმყოფებოდნენ მთავარი როლის შემსრულებლები, ჯეიკობ ელორდი და კეილი სპენი. პრემიერისთვის პრისცილა პრესლი და სოფია კოპოლა შავ სამოსში გამოწყობილები გამოჩნდნენ.

რაც ეხება თავად ფილმს, ის პრისცილა პრესლის მემუარების მიხედვით არის გადაღებული, რომელიც 1985 წელს, სახელწოდებით „ელვისი და მე“ გამოვიდა.

ბიოპიკში მოთხრობილია წყვილის გაცნობისა და სიყვარულის ისტორია.

ფილმის ნახვის შემდეგ, პრისცილა გამოტყდა, რომ მასზე ნანახმა უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა.

ლეგენდარული მუსიკოსის მეუღლე ამბობს, რომ ეს განსაკუთრებით რთული იყო შვილის, ლიზა-მარიას გარდაცვალების ფონზე.

ელვისისა და პრისცილას სიყვარულის ისტორია სოფია კოპოლას ფილმში „პრისცილა“ – ნახეთ პირველი „თრეილერი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები