LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: 61 წლის მადონა და 25 წლის აჰლამალიკის ვნებიანი კოცნა

367
safe-image (1)

ლეგენდარული მადონას ტურნე, Madame X. საკმაოდ ხმაურიანად მიმდინარეობს. ჯერ არტისტის ჯანმრთელობის გაუარესების გამო ტურნეს ფარგლებში ჩასატარებელი კონცერტები გადაიდო, შემდეგ მომღერალს ერთ-ერთ შოუზე თავზე, კინაღამ რკინის ფარდა დაეცა, ახლა კი 61 წლის არტისტი კულისებში უცხო მამაკაცთან, გაურკვეველ ვითარებაში დააფიქსირეს.

„მადონას გამომწვევი დეკოლტე და კულისებში, მის მკერდში ჩაფლული უცნობი მამაკაცის თავი “ - როგორ იქმნება „ფეიკი“ სტატია

„მადონას გამომწვევი დეკოლტე და კულისებში, მის მკერდში ჩაფლული უცნობი მამაკაცის თავი“ -  სწორედ აღნიშნული სათაურით აქვეყნებს სტატიას, ცნობილი ამერიკული ვებ გვერდი „დეილი მეილი“.

ეს უკანასკნელი რომ უბრალოდ ოპტიკური ილუზიაა, ამაში შეგიძლიათ, თავადაც დარწმუნდეთ. თუმცა, იმაში ნამდვილად დაგვეთანხებით, რომ მადონა კვლავ ფორმაშია და ის საზოგადოების გაოცებას კვლავაც აგრძელებს.

ამჯერად არტისტი თავის 25 წლის შეყვარებულთან, აჰლამალიკ უილიამსთან ერთად გადაღებულ ინტიმურ ფოტოს აქვეყნებს, ფოტოზე ასახულია, თუ როგორ ვნებიანად კოცნის ერთმანეთს წყვილი.

აღნიშნული ფოტო მადონამ „ინსტაგრამის” საშუალებით გაგვიზიარა და ლონდონში გამართული შოუც შეაფასა:

„მადლობა ლონდონო, შენ ფანტასტიკური იყავი, დიდი მადლობა ყველას, ვინც დამეხმარა“ –  წერს მადონა

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები