უკანასკნელ პერიოდში, ლეგენდარული პოპ ვარსკვლავის ავადმყოფობის შესახებ არაერთი ინფორმაცია გავრცელდა, მადონამ არაერთი კონცერტი გადადო, რომელიც, მსოფლიო ტურნეს Madame X ფარგლებში უნდა გამართულიყო.
ბოლოს, მადონას შესახებ ის შევიტყვეთ, რომ ის თავის შვილებთან და შეყვარებულთან ერთად, კანარის კუნძულებზე ისვენებს, ფოტოებში ვარსკვლავი საკმაოდ კარგად გამოიყურება, თუმცა, როგორც ჩანს, ეს მოჩვენებითია.
32 000 დოლარი კვირაში - მადონა 25 წლის შეყვარებულთან ერთად მალდივის კუნძულებზე ისვენებს
ვარსკვლავი თავის შვილებთან და 25 წლის შეყვარებულთან ერთად მალდივის კუნძულებზე დაუვიწყარ დროს ატარებს, სადაც კვირაში 32 000 დოლარს იხდის
ახლა კი „ბიბისის” ინფორმაციით, მადონამ ლისაბონის კონცერტი დაწყებამდე, 45 წუთით ადრე გააუქმა.
„ჩემს სხეულს უნდა მოვუსმინო და დავისვენო”– დაწერა 61 წლის მომღერალმა ინსტაგრამზე.
შეგახსენებთ, ეს უკვე მერვე კონცერტია, რომელიც მადონამ ტურნეს ფარგლებში გააუქმა. როგორც ცნობილია მომღერალს სახსრების საშინელი ტკივილები აწუხებს.
https://www.youtube.com/watch?v=itjXYFAUdPU