LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ისეთი ტკივილები მქონდა, სცენაზე ასვლისას ვტიროდი” – მადონა ტურნეს აუქმებს

674
madonna-pain

სულ ცოტა ხნის წინ, პოპ ვარსკვლავმა მადონამ თავისი ტურნეს Madame X Tour ფარგლებში დაგეგმილი ორი კონცერტი გადადო, ახლა კი, არტისტი ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ფინალურ შოუს აუქმებს.

ჯანმრთელობის გაუარესების გამო მადონამ სამი კონცერტი გააუქმა (ფოტო/ვიდეო)

„მინდა ბოდიში მოგიხადოთ, კონცერტებს ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება მოაქვს და მათი გაუქმება ჩემთვის სასჯელია. თუმცა, ტკივილი, რომელსაც განვიცდი, გაუსაძლისია, იძულებული ვარ ექიმებს დავუჯერო, რომ მალე გამოვჯანმრთელდე და კონცერტებზე გამოსვლა შევძლო.“

ვარსკვლავი ინფორმაციას ინსტაგრამის საშუალებით ავრცელებს და ვიდეოს გვიზიარებს.

„ისეთი ტკივილები მქონდა,  სცენაზე კიბით ასვლისას ვტიროდი. ყოველი სიმღერის შესრულების შემდეგ ვლოცულობდი, რათა სცენაზე გამოსვლა და შოუს დასრულება შემძლებოდა. ჩემს თავს მებრძოლად მივიჩნევ, რომელიც უკან არასდროს იხევს, მაგრამ დადგა დრო, რომ ეს ტკივილები ერთგვარ გაფრთხილებად მივიღო. ძალიან ვწუხვარ თაყვანისმცემლების გამო, რომლებსაც იმედები გავუცრუე” – წერს არტისტი

https://www.instagram.com/p/B6eyxZkh0SO/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები