შერონ სტოუნი მრავალი წელია ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე სასურველ ქალბატონად არის აღიარებული. მიმდინარე თვეს ვარსკვლავმა ავტობიოგრაფიულ წიგნში არაერთი სკანდალური განცხადება გააკეთა და საზოგადოების ყურადღების ეპიცენტრში არაერთხელ მოხვდა.
18 წლის გოგო სისხლისგან ვიცლებოდი – შერონ სთოუნის სულისშემძვრელი აღიარება
როგორ უხდიდა შერონ სთოუნი ხელფასს დიკაპრიოს საკუთარი ჯიბიდან – აქამდე უცნობი ისტორია დღეს გასაჯაროვდა
აღსანიშნავია, რომ 63 წლის ამერიკელი მსახიობი დღესაც შეუდარებლად გამოიყურება და გლამურული ჟურნალების ხშირი სტუმარია. ამჯერად სტოუნმა ესპანური Elle-ს, მაისის ნომრის გარეკანი დაამშვენა. ჯერჯერობით ინტერნეტსივრცეში მხოლოდ ორი ფოტო ვრცელდება, ისინი სოციალურ ქსელში თავად ვარსკვლავმა განათავსა.