ბენ აფლეკი საოცრად სიმპათიური მამაკაცია და ელეგანტურად ჩაცმაც უყვარს, თუმცა ის მაინც ყოველდღიურ სტილს ანიჭებს უპირატესობას და ამოჩემებული პერანგიც აქვს. ის არაერთხელ გამოჩენილა კუბოკრულ პერანგში, მეტიც, ამავე პერანგში მისი საყვარელი ქალბატონი, ჯენიფერ ლოპესიც არაერთხელ გვინახავს. მოგეხსენებათ, წყვილი ერთ ქალაქში არ ცხოვრობს, ბენი ლას-ვეგასში შვილების მახლობლადაა დასახლებული, ჯეი ლო კი მაიამიში ცხოვრობს. როგორც ჩანს, ისინი განშორების სევდას, ერთი და იმავე პერანგის ტარებით იმსუბუქებენ.
სიშორის სევდას საყვარელი მამაკაცის პერანგი უმსუბუქებს – ჯეი ლო ბენ აფლეკის ტანისამოსში გამოჩნდა
ამჯერად ბენი ლოს-ანჯელესში გადაიღეს, მან უქმეები შვლებთან და დედასთან ერთად გაატარა. ბენმა ისინი სასეირნოდ წაიყვანა. ახლა ჯეი ლოს ჯერია, ველით როდის ჩაიცვამს ვარსკვლავი საყვარელი მამაკაცის პერანგს.