ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩვენ არაერთხელ გიამბეთ ჯეისონ მომოას შესახებ, რომელმაც ბევრი უძილო ღამისა და დიდი განცდების შემდეგ საყვარელი მეუღლე, ლიზა ბონე დაიბრუნა. თუმცა „აქუამენის“ ვარსკვლავი „ოსკარებზე“ მარტო მივიდა. მთელი საღამოს განმავლობაში ის საოცრად ბედნიერად გამოიყურებოდა, მისი არაერთი დასამახსოვრებელი ფოტოც ვიხილეთ.
ტრაგიზმმა გაჭრა, სატვირთოში გათენებული ღამეების შემდეგ ლიზა ბონე ჯეისონ მომოას დაუბრუნდა
თუმცა, ალბათ ძალიან რთულია, კეით ბეკინსეილის არ შემჩნევა. „ოსკარების“ დაჯილდოების ცერემონიალის დასასრულს, პაპარაცებმა კულისებში საკმაოდ დამაინტრიგებელი ფოტოები გადაიღეს. 42 წლის მომოა და 48 წლის ბეკინსეილი ახლოს იდგნენ ერთმანეთთან და თვალსაჩინო ფლირტი ჰქონდათ გაჩაღებული. როგორც ჩანს, შავ, მაქმანებიან კაბაში გამოწყობილ კეითს შესცივდა, ჯეისონიც ადგა და თავისი Vanity Fair-ის პიჯაკი მოახურა. გაოცებული და ჯენტლმენური ქცევით აღტაცებული ბეკინსეილი გაოცებას ვერ მალავდა და მომოას თვალებში უცქერდა. დიახ, ეს აშკარა ფლირტი იყო.