LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ბედნიერი „ბენიფერი“ და ფლირტი შუა ლოს-ანჯელესში

1409
page

ცეცხლოვან წყვილს, ჯეი ლოსა და ბენ აფლეკს ცხოვრების ამ ეტაპზე გლამურული ღონისძიებებისთვის სულაც არ სცხელათ. მათ „მეტ გალაც“ გამოტოვეს. „ბენიფერს“ ახლა სულ სხვა საზრუნავი აქვთ, ისინი ოცნების სახლის აღმშენებლობით არიან დაკავებულები, რომელიც წყვილს 50 მილიონ დოლარი დაუჯდა. ჩვენ უკვე არაერთი ფოტო ვიხილეთ, როგორ იღებს წყვილი მონაწილეობას მშენებლობის პროცესში, ბენი პაპარაცებმა სამშენებლო ხელსაწყოებით ხელში ბევრჯერ გადაიღეს.

ფოტო: „მეტ გალას“ ნაცვლად მშენებლობა – „ბენიფერმა გლამური აგურზე გაცვალა“

ფოტო: „ჯენი, აი აქ იქნება აუზი“ – „ბენიფერის“ ახალი ,,სასიყვარულო ბუდის” რემონტის ციებ-ცხელება

თუმცა, 52 წლის ჯენიფერი და 49 წლის ბენი ფლირტსა და სასიყვარულო ცანცარს მაინც არ იშლიან. წყვილი ლოს-ანჯელესში გადაიღეს. მათ რესტორანში ივახშმეს, ისინი  საოცრად კარგ ხასიათზე იყვნენ. შუა ქუჩაში იცინოდნენ და ხალისობდნენ.

ფოტო: სიყვარულის მარადიული ნაპერწკალი თვალებში – „ბენიფერის“ მხურვალე ამბორი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები