ცნობილი ბრიტანელი მსახიობი, ბენედიქტ კამბერბატჩი აგრძელებს უკრაინის უპირობო მხარდაჭერას. ახლახან მან მონაწილეობა მიიღო სანტა ბარბარას საერთაშორისო კინოფესტივალში, სადაც ის Cinema Vanguard Award-ით დაჯილდოვდა. ეს სპეციალური პრიზი გადაეცემათ კინოინდუსტრიაში მოღვაწე უშიშარ ადამიანებს, რომელთაც ამ სფეროში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.
დაჯილდოების ცერემონიამდე გადაღებულ ფოტოში კარგად ჩანს უკრაინის დროშა და ქვეყნის მხარდამჭერი პლაკატები, რომლებიც აუდიტორიაში მყოფებს უკავიათ. უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე კი თავად მსახიობმა გაშალა უკრაინის დროშა და კიდევ ერთხელ დაგმო უკრაინაში რუსეთის შეჭრა.