LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „ჩემი დიდი ბერძნული ქორწილი“ მე-3 ნაწილით ბრუნდება

155
41570826-0-image-a-22-1618022988743

სულ ცოტა ხნის წინ სასიხარულო სიახლე გავრცელდა, „ჩემი დიდი ბერძნული ქორწილი“ მე-3 ნაწილით ბრუნდება. ინფორმაცია ამის შესახებ ოფიციალურად  მთავარი როლის შემსრულებელმა, ნია ვარდალოსმა დაადასტურა. გადაღებები საბერძნეთში მიმდინარეობს. უშუალოდ ფილმის სცენართან დაკავშირებით ნიას არაფერი უთქვამს, თუმცა ცნობილია, რომ სცენარის ავტორი თავადაა.

მსახიობმა გადაღებებთან დაკავშირებულ პრობლემებზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ამ ეტაპზე გადაღებები Covid-19-გამკაცრებული რეგულაციების გამო ჯერჯერობით შეჩერებულია.

„დიახ, ჩემი დიდი ბერძნული ქორწილი“ მე-3 ნაწილით ბრუნდება, მას საბერძნეთში ვიღებთ უკვე ერთი წელია, თუმცა პანდემიის გამო სერიოზული პრობლემები შეგვხვდა, ამჯერად გადაღებები შეჩერებულია“, – აცხადებს 58 წლის მსახიობი.

შეგახსენებთ, კომედიური მელოდრამა ეკრანებზე 2002 წელს გამოვიდა, მან საზოგადოების გულები მალევე დაიპყრო, 2016 წელს კი ფილმის მეორე ნაწილი ვიხილეთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები