LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ბრედლი კუპერი შეიკისა და უესტის რომანის დამადასტურებელი ფოტოების გავრცელების შემდეგ პირველად გამოჩნდა

152
Untitleduy

გასულ კვირას ბრედლი კუპერი და ირინა შეიკი ქალიშვილთან ოჯახური სეირნობის დროს გადაიღეს. ფოტოებმა საზოგადოების აღფრთოვანება დაიმსახურა და იმედიც გაჩნდა, რომ ისინი კვლავ ერთად არიან.

ფოტო: მომნუსხველი ღიმილი და ყოფილი მეუღლისკენ მიმართული მზერა – ბრედლი კუპერი და ირინა შეიკი ერთად გადაიღეს

თუმცა სულ ცოტა ხნის წინ ყველაფერი შეიცვალა. 35 წლის ირინა შეიკი და 44 წლის ჰიპ-ჰოპ არტისტი კენიე უესტი საფრანგეთში, რომანტიკული უქმეების დროს გადაიღეს.

ფოტო: ახალი ვარსკვლავური რომანი – კანიე უესტი და ირინა შეიკი პაემნის დროს გადაიღეს

ფოტოების გავრცელების შემდეგ შეიკის ყოფილი მეუღლე, საზოგადოების წინაშე პირველად გამოჩნდა. ის 4 წლის ქალიშვილს, ლეას ნიუ-იორკის ქუჩებში ასეირნებდა.

შეგახსენებთ, ბრედლი და ირინა  4 წელი იყვნენ ერთად, 2019 წელს კი ერთმანეთს გაშორდნენ, თუმცა მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნება მაინც შეძლეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები