მას შემდეგ, რაც ბრიუს უილისს აფაზიის დიაგნოზი დაუსვეს, მის მიმართ მხარდაჭერა არ წყდება. კოლეგები, მეგობრები, ნათესავები, ერთმანეთის მიყოლებით უჭერენ მხარს 67 წლის ვარსკვლავს, რომელიც კოგნიტური ფუნქციების დარღვევის გამო კინოს ჩამოშორდა.
ბრიუს უილისის დუბლიორი ყვება, როგორ იცვლებოდა მსახიობის ქცევა მეტყველების დარღვევის დიაგნოზამდე
სულ ცოტა ხის წინ პირველი კომენტარი ბრიუსის მეუღლემ, 43 წლის ემმა ჰემინგმა გააკეთა. მან მეუღლის ფოტოები გაავრცელა „ინსტაგრამზე“. ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მეუღლეს, აფაზიასთან ბროლაში დაეხმაროს.
ინსაიდერის განცხადებით, ემმამ დამხმარე აიყვანა, რომელიც მას ბრიუსის მოვლაში ეხმარება. როგორც ირკვევა, ბრიუსის დიაგნოზით ემმა შოკირებული იყო.
სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ 67 წლის უილისი მზადაა საზოგადოებას უამბოს დიაგნოზის შესახებ და გულწრფელი ინტერვიუ მისცეს გამოცემას.