LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ლეონარდო დიკაპრიომ არდადეგები ორ უსაყვარლეს ქალბატონთან ერთად გაატარა

217
safe-image

ოსკაროსანი ლეონარდო დიკაპრიო აეროპორტში დააფიქსირეს. მას თან  შეყვარებული, კამილა მორონე და დედა, ირმელინ ინდენბირკენი ახლდა. როგორც ირკვევა, მსახიობმა არდადეგები ორ უსაყვარლეს ქალბატონთან ერთად გაატარა.

მოდელსა და მსახიობ, კამილა მორონეს  გრძელი კაბა და სანდლები ამშვენებდა, თავად დიკაპრიოს კი კალიფორნიული სიცხის მიუხედავად, შავი შარვალი და მაისური ეცვა. საზოგადოების ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ლეოს სამხედრო ზურგჩანთა, რომელიც „ავიატორის“ ვარსკვლავს ცალ მხარზე ჰქონდა გადაკიდებული.

შეგახსენებთ, დიკაპრიო და მორონე ერთმანეთს უკვე სამი წელია ხვდებიან. ინსაიდერების განცხადებით კამილას, ლეოს დედასთან იდეალური ურთიერთიობა აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები