LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „მოღალატის კამუფლაჟი“- ღალატის ბრალდების შემდეგ საქმრო რიანასთან პირველად გამოჩნდა

237
Untitled.pngsdff

გასულ კვირას დასავლურმა მედიამ რიანას საქმროს, A$AP Rocky-ისა და ამინა მუადის რომანის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, თუმცა, მოგვიანებით ამინამ პოსტი გაავრცელა და რეპერთან რომანი კატეგორიულად უარყო.

ფოტო: „მოღალატის კამუფლაჟი“- ღალატის ბრალდების შემდეგ საქმრო რიანასთან პირველად გამოჩნდა

დასავლური მედიის ცნობით, რეპერმა საქმრომ ორსულ რიანას ამინა მუადისთან უღალატა

აღნიშნული ჭორების შემდეგ ორსული რიანა და მისი საქმრო პირველად გამოჩნდნენ. როგორც ჩანს, რირის მშობიარობის დრო ახლოვდება, ამიტომ არტისტი სამშობლოში, ბარბადოსში ჩაფრინდა, მას თან საქმროც ახლდა. უჩვეულოდ ეცვა რეპერს, მას თავზე ვარდისფერ ფერებში გადაწყვეტილი თავსაფარი ეკეთა, რომელსაც ინტერნეტსივრცეში „მოღალატის კამუფლაჟი“ უწოდეს. რაც შეეხება 34 წლის რიანას, მას „ჟან პოლ გოტიეს“ ჭრელი კაბა ამშვენებდა, რომლის ღირებულებაც 2111 ევროს შეადგენს.

რიანა და A$AP Rocky ბარბადოსში დაქორწინდებიან – უკვე ცნობილია ბავშვის ნათლიის ვინაობა 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები